loader

დაავადება, რომლის შესახებ შეიძლება არც კი გსმენიათ: ბიჭი ლაპარაკის დროს უნებლიე მოძრაობებს აკეთებს და უცნაურ ხმებს გამოსცემს, სიმღერით კი ჩვეულებრივ მღერის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაავადება, რომლის შესახებ შეიძლება არც კი გსმენიათ: ბიჭი ლაპარაკის დროს უნებლიე მოძრაობებს აკეთებს და უცნაურ ხმებს გამოსცემს, სიმღერით კი ჩვეულებრივ მღერის

სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია ეს დაავადება, როგორც ტურეტის სინდრომი (TS) - ნევროლოგიური აშლილობა, "რომლისთვისაც დამახასიათებელია მრავალჯერადად განმეორებადი ტიკები, რომლებიც წარმოადგენს უეცარ, გაუმიზნავ და უნებლიე ხმის გამოცემას ან კუნთების კონტრაქტურას. აშლილობა, როგორც წესი, იწყება 5 – 10 წლის ასაკში და გამოიხატება უმნიშვნელო მარტივი ტიკების სახით - სახის, თავის ან ხელების არეში. დროის განმავლობაში ტიკების ინტენსივობა მატულობს და ადგილი აქვს სხეულის სხვა ნაწილების (მაგ. ფეხების) ტიკების წარმოქმნას.

დაავადება ქალებზე უფრო ხშირად ემართებათ მამაკაცებს. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მრავალ სხვადასხვა ტიკს: თავის უეცარი დაქნევა, თვალების სიელმე, თვალების ხშირი დაჭუტვა,· სახის დამანჭვა, ცხვირის არის კონვულსიები" და სხვა.