loader

"ბინა კახეთშია და არ ვიცი, გადავალ თუ არა" - რას ამბობს 4 თვის ორსული გოგონა, რომელსაც "პროფილში" გასული სიუჟეტის შემდეგ უცნობმა მამაკაცმა ბინა დაუთმო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბინა კახეთშია და არ ვიცი, გადავალ თუ არა" - რას ამბობს 4 თვის ორსული გოგონა, რომელსაც "პროფილში" გასული სიუჟეტის შემდეგ უცნობმა მამაკაცმა ბინა დაუთმო

ნინო მაისურაძე 17 წლისაა. მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. მეორე შვილს ახლა ელოდება. ის ყოველდღე სანთლებს ყიდის და ასე ირჩენენ თავს. მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვერ მუშაობს. თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ, მძიმე სოციალურ პირობებში.

გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც საკუთარ სახლში ცხოვრება შესთავაზა წყვილს. 
- "სიმართლეა, ოღონდ ბინა კახეთშია და არ ვიცი, გადავალ თუ არა, იმიტომ, რომ ძალიან შორია და ექიმებში დავდივარ თბილისში. ალბათ, გამიჭირდება სიარული, არ ვიცი, გადავალ თუ არა. რამდენიმე წლით გვიშვებს და არ ვიცი. ახლა ქირით ვართ. ჩემი დილა ბავშვის მოვლით იწყება, ვაჭმევ, ვალაგებ და მერე საღამოს გავდივარ ხოლმე სანთლების გასაყიდად. "პროფილის" შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პროდუქტებით დამეხმარნენ".
განაგრძეთ კითხვა