loader

თბილისში სანიაღვრე ჭების თავსახურების ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში სანიაღვრე ჭების თავსახურების ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

თბილისის სხვადასხვა უბანში სანიაღვრე ჭების თავსახურების ქურდობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული ჯ.ბ. და 1998 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისის სხვადასხვა უბანში სანიაღვრე ჭების თავსახურებს იპარავდნენ. პოლიციამ ორივე პირი ისანი-სამგორის რაიონში, ერთ-ერთი ქურდობის ჩადენის დროს დააკავა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნაქურდალი თავსახურები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
უწყების ცნობით, გამოძიება ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.