loader

რატომ მოხვდა ერეკლე კოდუა საავადმყოფოში - ყოფილი მაღალჩინოსანი ოპერაციის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ მოხვდა ერეკლე კოდუა საავადმყოფოში - ყოფილი მაღალჩინოსანი ოპერაციის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

ემიგრაციაში მყოფი ერეკლე კოდუა თხილამურებზე სრიალს ხშირად ახერხებს, თუმცა ორი წლის წინ ის სრიალისას მძიმედ დაშავდა.

ერეკლე კოდუა აქტიურია სოციალურ ქსელში. ყოფილმა მაღალჩინოსანმა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. 

"გადავრჩი", - წერს ფოტოს აღწერაში კოდუა. ფოტოზე მასთან ერთად მისი უმშვენიერესი მეუღლე კატია დიდაც არის გადაღებული.

რატომ მოხვდა საავადმყოფოში ერეკლე კოდუა, "რეიტინგმა" ინფორმაცია თავად მასთან გადაამოწმა.

"ორი წლის წინ თხილამურებით სრიალისას დავეცი და იმის მერე მეორე ოპერაცია გავიკეთე ხერხემალზე, ერთი დაცემიდან ერთ კვირაში და მეორე ახლა, ორი წლის თავზე", - განაცხადა მან.

ერეკლე კოდუა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და ის კლინიკიდანაც გაწერეს.


წყარო: რეიტინგი