loader

6 წლის ბავშვი სახლში მარტო იმყოფებოდა და 26-ე სართულიდან გადმოვარდა - კადრებში ჩანს, როგორ ეშვება ბავშვი სიმაღლიდან და... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

6 წლის ბავშვი სახლში მარტო იმყოფებოდა და 26-ე სართულიდან გადმოვარდა - კადრებში ჩანს, როგორ ეშვება ბავშვი სიმაღლიდან და...

ჩინეთში 26-ე სართულიდან 6 წლის ბავშვი გადმოვარდა და გადარჩა. ამის შესახებ გამოცემა "დეილი მეილი" წერს.

შემთხვევა 2 აპრილს, ქალაქ ჩუნცინში მოხდა. როგორც გამოცემა იუწყება, გოგონა სახლში მარტო იყო. კადრებში ჩანს, როგორ ეშვება ბავშვი სიმაღლიდან, ფარეხის სახურავზე დაცემის შემდეგ კი მოტოციკლების სადგომზე ვარდება. ამის შემდეგ ბავშვი დგება და შემთხვევის ადგილს ტოვებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ექიმების თქმით, ბავშვს მხოლოდ მარჯვენა ხელის მოტეხილობა აღენიშნებოდა.