loader

რა დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა ისეთი, რის გამოც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა და რას პასუხობს ტელეწამყვანი კრიტიკოსებს - "მო..თ წაკუზული იდეოლოგია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა ისეთი, რის გამოც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა და რას პასუხობს ტელეწამყვანი კრიტიკოსებს - "მო..თ წაკუზული იდეოლოგია"

ნანუკა ჟორჟოლიანმა გუშინ პანკისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოსტი დაწერა: "არ ვარ კონსპირაციული თეორიების მომხრე, მაგრამ რა ჰესი მოუნდათ ამ ბზობას, როცა ზუსტად იციან, საზოგადოების ძირითადი ნაწილის ძალიან სენსიტიური დამოკიდებულება რელიგიური დღესასწაულების მიმართ. ერთადერთი მიზანი, ალბათ, 15 წლის ბავშვის თვითმკვლელობის გადაფარვა იყო. იმის მაგივრად, ყველა ვგლოვობდეთ ამ სასტიკ ამბავს, ჩვენი ყურადღება გადაიტანეს სხვაგან".

ტელეწამყვანის პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი წერს, რომ ბზობას კი არ აღნიშნავდნენ, წაკუზულები ლოცულობდნენ.

კრიტიკოსების საპასუხოდ ნანუკამ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა: "მთელი ბოტების ქარხანა და შსს დაკავებულია ამ კომენტარების წერით და ვაი, მართლა თქვე ყ...ო! ჯერ ერთი, სპეცოპერაციის დღედ ვიგულისხმე ბზობა! მთელ ქვეყანას პირდაპირ ეთერში რომ აყურებინეს ხალხის დარბევა და მეორე, ცნობისთვის, პანკისშიც აღნიშნავენ ბზობას. იქ ქრისტიანებიც ცხოვრობენ! თუმცა ეს არ მიგულისხმია პოსტში. მო...თ წაკუზული იდეოლოგია!"