loader

ვრცელდება კადრები, რომელშიც 3 წლის ბავშვი უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე დააფიქსირეს - მას სატვირთო გზაზე გადასვლისას დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება კადრები, რომელშიც 3 წლის ბავშვი უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე დააფიქსირეს - მას სატვირთო გზაზე გადასვლისას დაეჯახა

3 წლის ბავშვი უპედლო ველოსიპედით გზაზე გადადიოდა, როდესაც მას სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. ბიჭუნა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სხეულის დაზიანებების გამო გარდაიცვალა. შემთხვევა ინგლისში, 2018 წელს მოხდა. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დაღუპული ბავშვი ჯეიდენ მორგანია, სატვირთო ავტომობილის მძღოლი კი 44 წლის დინ ფენიქსია. მას გზა მსუბუქმა ავტომობილმა ჩაუჭრა.

სათვალთვალო კამერამ 3 წლის ბავშვი უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე დააფიქსირა. იგი დედასთან და დასთან ერთად ქუჩაზე უპედლო ველოსიპედით მხიარულად მისეირნობდა.