loader

ანსამბლ "ჩაკრულოს" შთამბეჭდავი პერფორმანსი ვაშინგტონში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანსამბლ "ჩაკრულოს" შთამბეჭდავი პერფორმანსი ვაშინგტონში

ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსის ეროვნული საზოგადოება (NSS) ყოველ წელს კოსმოსის განვითარების საერთაშორისო კონფერენციას ატარებს. წლევანდელი კონფერენცია ვაშინგტონის გვერდით, ვირჯინიის შტატის ქალაქ არლინგტონში მიმდინარეობს, სადაც ქართული ფოლკლორული ანსამბლი "ჩაკრულოცაა" მიწვეული. ბავშვთა ანსამბლმა პარასკევს, 7 ივნისს, 1 საათიანი კონცერტი ჩაატარა, რომლის საკვანძო ნაწილიც კოსმოსში 42 წლის წინ გაგზავნილი სიმღერა "ჩაკრულო" იყო.
კონფერენციის დახურვამდე ანსამბლის წევრებმა არლინგტონის სასაფლაოზე გენერალ ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის საფლავი მოინახულეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
არლინგტონის სასაფლაოდან ბავშვებმა ლინკოლნის მემორიალთან გადაინაცვლეს და მუსიკალური ფლეშმობი დადგეს. წყარო: on.ge