loader

"ამ მცირე ასაკში იმდენი ტკივილი გამოიარა, მე ვეღარ ვუძლებდი" - პეტრე კოლხი ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს უძღვნის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ მცირე ასაკში იმდენი ტკივილი გამოიარა, მე ვეღარ ვუძლებდი" - პეტრე კოლხი ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს უძღვნის

პეტრე კოლხი "ფეისბუქში" ქალიშვილს პოსტს უძღვნის. "დღეს უკვე საკლასო ოთახს დაემშვიდობა... ნათქვამია, სხვისი შვილი რა მალე იზრდებაო... ჩემია, მაგრამ ისე უცებ გაიზარდა, ზოგჯერ მეუხერხულება, მამას რომ მეძახის... ვფიქრობ, ჩემი საუკეთესო მეგობარია... ხშირად, ქუჩაში გამვლელები წლების წინ გვეკითხებოდნენ, და-ძმა ხომ არ ხართო... არა, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ-მეთქი, ვპასუხობდი... ყველა შენიშნავს, რომ ძალიან მგავს... რაღაცით კი მგავს, მაგრამ ჩემზე უკეთესია... ჩემზე ჭკვიანიც და ნიჭიერიც... ამ მცირე ასაკში იმდენი ტკივილი გამოიარა, მე ვეღარ ვუძლებდი, ის კი გაკაჟდა... უკვე შემდგარია და კიდევ უფრო დაიხვეწება... არც ერთ ეტაპზე არ გაბოროტდა... ყოველთვის უყვარს ადამიანები...
მთავარია, ღირსეული სტუდენტი გახდეს და გულწრფელად ემსახუროს იმ პროფესიას, რომელიც აირჩია...
მის გალამაზებაზე ყოველთვის ზრუნავს, ულამაზესი, უსპეტაკესი 
ღმერთს ვთხოვ, ყველას შვილი დალოცვილი და წარმატებული იყოს!.."