loader

ვინ არის 35 წლის მამაკაცი, რომელიც თუშეთში გზიდან გადავარდა და გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის 35 წლის მამაკაცი, რომელიც თუშეთში გზიდან გადავარდა და გარდაიცვალა

თუ­შეთ­ში მე-18 კი­ლო­მეტრზე მან­ქა­ნის გა­და­ვარ­დნის შე­დე­გად 35 წლის მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა, ასე­ვე და­შავ­და 40 წლის მა­მა­კა­ცი. იგი მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ თე­ლავ­ში, ყამ­ბა­რაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა.
ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა მისი მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მან­ქა­ნა, გა­და­ვი­და გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან და გა­და­ვარ­და ხევ­ში. მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლით და­ი­წყო.
AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი კონ­სტან­ტი­ნე ღუ­ზუ­რა­უ­ლია. იგი თე­ლავ­ში ცხოვ­რობ­და.
"რო­გორც ვიცი, თუ­შეთ­ში სა­ქო­ნე­ლი აა­ცი­ლა და იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც ეს ტრა­გე­დია მოხ­და. კონ­სტან­ტი­ნე მძღო­ლის გვერ­დით იჯდა" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს თუ­შე­თის გამ­გე­ბელ­მა ლადო კა­ხო­ი­ძემ.

ასევე იხილეთ: როგორ გამოიყურება ადგილი თუშეთში, საიდანაც მანქანა გადავარდა და 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

"მეცხვარეები ჩავიდნენ და გვამი მანქანიდან გადმოასვენეს" - რას ჰყვება თვითმხილველი თუშეთის გზაზე გადაჩეხილების შესახებ