loader

"ჩემი ფეხი არ იქნება თქვენთან... მე ვარ ძალიან მოშლილი" - ია ფარულავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი ფეხი არ იქნება თქვენთან... მე ვარ ძალიან მოშლილი" - ია ფარულავა

მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის ერთ-ერთ ცნობილ კაფეში საბანკო ბარათი დარჩა, რომელსაც რამდენიმე დღე უშედეგოდ ეძებდა.

"მილიონებია აქ ჩაყრილი და თურმე, თუ დაგრჩება ბარათი, არ უნდა გაგაგებინონ და ფრონტ დესკს გადასცენ. მოვედი და პირადობის გარეშე არ მიბრუნებენ. ჩემს ერთი ბეწო, 15-ნომრიან სასტუმროში რაღაც როცა იკარგება, ვურეკავთ ბარათის მფლობელს, ვრეკავთ ბანკში და ვატყობინებთ, რომ ბარათი დაიკარგა.

ჩემი ტელეფონის ნომერი ყველამ იცის. დიდი მადლობა, რომ დილიდან ამშალეთ და ორი დღე რომ ბარათს ვეძებდი. საერთოდ არ იქნება ჩემი ფეხი თქვენთან. ვიცი, რომ თქვენ ამით საერთოდ არაფერი დაგაკლდებათ, მაგრამ მე მიხარია თქვენი წარმატებები, უბრალოდ მე ვარ ძალიან მოშლილი. ორი დღეა ბარათს ვეძებ", – წერს მსახიობი სოცქსელში.