loader

"ფეხზე დგომით ვართ, ადგილები არსად არ არის, ემოციები, სტრესი" - ნანუკა ჟორჟოლიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფეხზე დგომით ვართ, ადგილები არსად არ არის, ემოციები, სტრესი" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს: "ფეხზე დგომით ვართ. ადგილი არაა არსად. ეზოში რომ სკამებია, რიგში დგომითაა. ისიც, კაცმა არ იცის, მოგიწევს თუ არა. ვინ გაჯს ლესავს, ვინ ჩაქუჩით დადის.

არადა, სულ რაღაც ორი კვირა გვქონდა. თან უნდა გვეომა, თან პროკურატურაში ნიკას დაკითხვები, ახალი გამოძიებები, აქეთ საკუთარ კოლეგებთან განშორება, ემოციები, სტრესი. იქით ადვოკატები (მოგვიანებით მოგიყვებით, რაში გვჭირდება ადვოკატები:).

ყველა სტუდია პარალელურად კეთდება. ყველა კომპიუტერი ერთად ლაგდება, ყველაფერი ერთად შენდება. ყველა ერთად გავრბივართ სადღაც. გიჟებივით გავრბივართ, რომ 9 სექტემბერს, თქვენთან შეხვედრაზე არ დავაგვიანოთ.

როგორი ადრენალინი ჰქონია ახლის შენებას. იმდენად დიდი, რომ ამხელა დანაკარგის ფასადაც კი ღირდა."