loader

"ნეტა მე მოვმკვდარიყავი" - 10 თვის ზაქარია მდინარეში განზრახ გადააგდეს, შვილის დედა ტრაგიკულ დღეს იხსენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნეტა მე მოვმკვდარიყავი" - 10 თვის ზაქარია მდინარეში განზრახ გადააგდეს, შვილის დედა ტრაგიკულ დღეს იხსენებს

გამოცემა mirror-მა ტრაგიკულად გარდაცვლილი პატარა ბიჭის, ზაქარის ფოტო გაავრცელა, რომელიც დაბადებიდან 10 თვეში მდინარეში დახრჩობით დაიღუპა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ინგლისში, დიდი მანჩესტერის საგრაფოში, ქალაქ რედკლიფში მოხდა.

ბავშვის დედის, ემას თქმით, ის თავის შვილს საათების განმავლობაში კოცნიდა საავადმყოფოში, მას შემდეგ, რაც ბავშვი მდინარიდან ამოიყვანეს.

„ჩემი სამყარო, ჩემი გული, ჩემი სული, ნეტავ მის ნაცვლად მე მოვმკვდარიყავი...“ - დაწერა ემამ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბავშვი მდინარეში განზრახ გადააგდეს.