loader

მამაკაცს კინაღამ თვითმფრინავი დაეცა, რომელიც ავარიულად ეშვებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცს კინაღამ თვითმფრინავი დაეცა, რომელიც ავარიულად ეშვებოდა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში მამაკაცს კინაღამ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი დაეცა. შემთხვევა ქალაქ ბოკარატონში მოხდა. ავიამოტორული საწარმოს თანამშრომელს ანგარიდან ნაგავი გამოჰქონდა, რა დროსაც მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი Piper PA-28 საშიშ ავარიულ დაშვებას ახორციელებდა.

Piper PA-28-ის პილოტებმა ტექნიკური გაუმართაობააფრნისთანავე შენიშნეს და აეროდრომზე დაბრუნება გადაწყვიტეს. ავარიული დაშვებისას თვითმფრინავი სულ მთლად დაიშალა. საბედნიეროდ, ორივე ადამიანი, რომლიც ბორტზე იმყოფებოდა, გადარჩა.

რაც შეეხება მამაკაცს, რომელსაც ჩამოვარდნილი ხომალდი კინაღამ დაეცა, მან წამებში მოასწრო რეაგირება და სიკვდილს სასწაულით გადაურჩა.