loader

"შუქი გაქვთ? მაღაზია ან ვინმე არის?.." - სოციალურ ქსელში დათოვლილი ბახმაროს კადრები ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შუქი გაქვთ? მაღაზია ან ვინმე არის?.." - სოციალურ ქსელში დათოვლილი ბახმაროს კადრები ვრცელდება

გურიის, აჭარის მაღალმთიანეთში და და სვანეთში მოთოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან, დასავლეთ საქართელოში, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლა-გავრცელებამ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიწვია წვიმა, ზოგან ძლიერიც, მაღალმთიან რაიონებში კი - თოვლი. კონკრეტულად კი გურია, აჭარისა და სვანეთის მაღალმთიანეთში.

რაც შეეხება 22 სექტემბრის ამინდის პროგნოზს, მათი განმარტებით, დღეს უკვე ნალექები შეწყვეტილია.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ინტერნეტმომხმარებლები ემოციას ვერ მალავენ.

ვიდეო: გვერდი "ბახმარო"