loader

აზერბაიჯანელი "კანონიერი ქურდის" ცეკვა ქართველი "კანონიერი ქურდის" ქორწილში - ვიდეოს თავად აზერბაიჯანული მაფიის მეთაური აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აზერბაიჯანელი "კანონიერი ქურდის" ცეკვა ქართველი "კანონიერი ქურდის" ქორწილში - ვიდეოს თავად აზერბაიჯანული მაფიის მეთაური აქვეყნებს

აზერბაიჯანელი "კანონიერი ქურდის", ნადირ სალიფოვის (მეტსახელად "გული") ცეკვა წითელკაბიან ქალთან ქართველი "კანონიერი ქურდის", ნიკოლოზ დგებუაძის (ნიკა გაგრინსკი) ქორწილში - ვიდეო სოციალურ ქსელში თავად აზერბაიჯანული მაფიის მეთაურმა გამოაქვეყნა.

ერთ-ერთი ვერსიით, ვიდეო გადაღებულია 2018 წლის 6 ივნისს სტამბოლში, ქართველი კანონიერი ქურდის ნიკოლოზ დგებუაძის (ნიკა გაგრინსკი) ქორწილში. მედიის ინფორმაციით, ზემოხსენებულ ქორწილს ბევრი კრიმინალური ავტორიტეტი ესწრებოდა. სადღეგრძელოს: "სიცოცხლე ქურდებს!" სტუმრებმა ცეკვა დაიწყეს, მათ შორის იყო აზერბაიჯანული კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორიტეტი "გული". გავრცელებული ინფორმაციით, კადრი აგრეთვე ჩანს კიდევ ერთი "კანონიერი ქურდი" თემურ კაპბა. 

წითელკაბიანი ქალის ვინაობა, რომელთანაც "გული" ცეკვავს, უცნობია. აქამდე მედია "გულისა" და აზერბაიჯანელი მომღერლის აფაგ ასლანის რომანზე აქტიურად წერდა.