loader

"ბედნიერი ვარ, კიდევ რომ შეგხვდი, 75 წელი გავიდა..." - მთელი მსოფლიო თვალცრემლიანი უყურებს ბიძაშვილების შეხვედრას, რომლებსაც ერთმანეთი გარდაცვლილი ეგონათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბედნიერი ვარ, კიდევ რომ შეგხვდი, 75 წელი გავიდა..." - მთელი მსოფლიო თვალცრემლიანი უყურებს ბიძაშვილების შეხვედრას, რომლებსაც ერთმანეთი გარდაცვლილი ეგონათ

მორის სანა 75 წლის განმავლობაში დარწმუნებული იყო, რომ მისი ბიძაშვილი და უახლოესი მეგობარი - საიმონ მაიროვიცი გარდაცვლილი იყო. თუმცა მათი ცხოვრება რამდენიმე დღის წინ რადიკალურად შეიცვალა - ისრაელში 87 წლის სანასა და 85 წლის მაიროვიცის ცრემლიანი და უზომოდ ემოციური შეხვედრა შედგა.
ბიძაშვილები 1940 წლამდე უახლოესი მეგობრები იყვნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც რუმინეთი ნაცისტებმა დაიპყრეს, მათი ოჯახები იძულებულები გახდნენ, ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ.

რამდენიმე ათწლეულის შემდეგ კი სანას ქალიშვილმა და ძმისშვილმა ნათესავები "ფეისბუქით" მოიძიეს და საბოლოოდ, აღმოაჩინეს, რომ მაიროვიცი ცოცხალია და დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.
ბიძაშვილები ერთმანეთს თელ-ავივში შეხვდნენ. ემოციებისგან საუბარი ორივეს უჭირდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეო და ფოტოები ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გააზიარეს.

"ბედნიერი ვარ, ამდენი წლის შემდეგ კიდევ რომ შეგხვდი... 75 წელი გავიდა..." - ამბობს თვალცრემლიანი მაიროვიცი.
შეხვედრის ვიდეო და ფოტოები სოციალურ ქსელებში ათობით ათასმა ადამიანმა გააზიარა. ინტერნეტმომხმარებლები ამბობენ, რომ ბიძაშვილების შეხვედრა ძალიან ბედნიერი და იმავდროულად, სევდიანია და იმედს გამოთქვამენ, რომ მათ კიდევ ბევრი წელი ექნებათ ერთად გასატარებლად.