loader

მეგან მარკლის ემოციური ინტერვიუ - "მუდმივ სტრესში ვცხოვრობ, იშვიათად მეკითხება ვინმე..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეგან მარკლის ემოციური ინტერვიუ - "მუდმივ სტრესში ვცხოვრობ, იშვიათად მეკითხება ვინმე..."

მეგან მარკლმა ცრემლები ძლივს შეიკავა, როცა ინტერვიუს დროს იხსენებდა ორსულობის პერიოდს და პრესის ზეწოლას. ცოტა ხნის წინ მისმა მეუღლემ ისაუბრა ამ თემაზე, ახლა კი მეგანიც ალაპარაკდა. სამხრეთ აფრიკაში მყოფი მეგანი ჩაწერეს დოკუმენტური ფილმისთვის, რომელსაც მეგანსა და ჰარიზე იღებენ. ჰარიმაც და მეგანმაც ისაუბრეს იმაზე, რამდენად რთულია, იყო საჯარო პერსონა და სამეფო ოჯახის წევრი 21-ე საუკუნეში. ჰარიც კინაღამ ატირდა, როცა დედის ტრაგიკული ბედი ახსენა. მეგანმაც აღიარა, რომ გამუდმებულ სტრესში ცხოვრობს.

აღელვებული ხმით ისაუბრა, რომ ძალიან უჭირს ოფიციალურ სტატუსთან გამკლავება, ასევე, დედისა და ცოლის როლთან. "იშვიათად მეკითხება ვინმე, კარგად ვარ თუ არა... შეხედეთ, ნებისმიერი ქალი, განსაკუთრებით, ორსულობის დროს, ძალიან მგრძნობიარეა. ყველაზე რთულია, როცა ბავშვი ჩნდება". ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა სასექსების ცხოვრება მუდმივი ბრძოლა და თავდაცვა, რაზეც მეგანმა უპასუხა, რომ ნამდვილად ასეა. მისივე აღიარებით, ძნელად გადააქვს პრესის გამუდმებული ზეწოლა. განსაკუთრებით უჭირდა ეს ორსულობის დროს.

ჰარი და მეგანი ხშირად ცდილობენ გააგებინონ საზოგადოებას, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, თავიანთი სისუსტეებით და ტკივილებით.