X
ვიდეო, რომელიც შაქრო კალაშოვის დაჭერის საფუძველი გახდა - როგორ ჩაცხრილეს "კანონიერი ქურდის" თანამზრახველები მოსკოვში (+18)
18:40 / 10-11-2019
გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც ასახულია 2015 წელს მოსკოვში მომხდარი სროლა, რის შემდეგაც "კანონიერი ქურდი" შაქრო კალაშოვი, იგივე "შაქრო მალადოი", დააპატიმრეს.

ვიდეოზე, რომელიც პირველად გამოქვეყნდა, ასახულია როგორ ამოიღო პოსტოლეტი ადვოკატმა ედუარდ ბუდანცევმა, რომელიც КГБ-ს გადამდგარი პოლკოვნიკი იყო, რის შემდეგაც დაიწყო სროლა. სროლის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, დაიჭრა 3, მათ შორის მძიმედ - 1.

როგორც ცნობილია, ინციდენტს წინ უძღოდა კონფლიქტი რესტორან Elements-ის მეპატრონე ჟანა კიმსა და დიზაინერ ფატიმა მისკოვას შორის. კიმს "კანონიერი ქურდის" ზაქარია კალაშოვის თანამზრახველები ფულს სძალავდნენ. სწორედ რესტორნის მეპატრონე ქალს წარმოადგენდა გადამდგარი პოლკოვნიკი ბუდანცევი მოლაპარაკებაზე, რა დროსაც კონფლიქტი სროლაში გადაიზარდა. სწორედ ბუდანცევმა ჩაცხრილა შაქრო კალაშოვის მოგზავნილები: რომანოვი და კოჩუიკოვი. ამ საქმეზე დაკავებულებს 2017 წელს საბოლოო ბრალდებები წაუყენეს. ამავე ბრალდებით 2016 წელს დააკავეს შაქრო კალაშოვიც.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
რა ინციდენტი შეემთხვა გუშინ გია სურამელაშვილს რესტორანში - რას ამბობს მომღერლის პროდიუსერი და რას აცხადებენ შსს-ში
არქეოლოგებმა ჩვ. წ. აღ-მდე XV-XIV საუკუნეების სამარხი და ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს
3 წლის გაუჩინარებული გოგონას საქმეს 13 წლის შემდეგ ახალი ეჭვმიტანილი ჰყავს - ბრიტანეთში მომხდარი ტრაგედია, რომელზეც სერიალიც კი შექმნეს
"5 თვეა ვეძებ შვილს და ვერ ვპოულობ" - ფოთში დაკარგული 31 წლის ირაკლი ჯაბუას ოჯახი დახმარებას ითხოვს
"ნეტა, გადამეღო ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ ფოტოგრაფთან, რომელმაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა
პუტინის ქალიშვილების 7 უცნობი ფოტო, რომლებიც რუსეთიდან გაქცეულმა ბანკირმა  გაასაჯაროვა
გიორგი გახარიას რეაქცია, როცა პარლამენტში პრემიერის სიტყვით გამოსვლამდე ხმაური იყო - "ათქმევინე, რა"
"ლაწირაკო, უზრდელო, მაიმუნო!" - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრსა და აქტივისტს შორის