loader

ქმარი არ გყავს და ამ შვილებს საიდან აჩენ? - რა კომენტარი დაუწერეს ეკა კახიანის ქალიშვილს შვილის ფოტოზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქმარი არ გყავს და ამ შვილებს საიდან აჩენ? - რა კომენტარი დაუწერეს ეკა კახიანის ქალიშვილს შვილის ფოტოზე

ალბათ, დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ მომღერალი და მსახიობი ეკა კახიანი სამი შვილიშვილის ბებიაა.

მის ქალიშვილს, ანასტასია თოფურიძეს აგვისტოში შეეძინა მეორე ბიჭი, რომელსაც იკა დაარქვა. ანასტასიამ პატარა შვილის ფოტო "ინსტაგრამზე" პირველად რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. 

მისი გამომწერები აღნიშნავენ, რომ იკაც ისე ჰგავს დედას, როგორც უფროსი ვაჟი ლადო.

ანასტასიას პირად გრძნობებზე საუბარი და ოჯახური ფოტოების ხშირად გამოქვეყნება არ უყვარს. ალბათ, ამის გამო დაუწერა ერთ-ერთმა გამომწერმა შემდეგი კომენტარი: "ქმარი არ გყავს და ამ შვილებს საიდან აჩენ?"

შეგახსენებთ, ანასტასია თოფურიძის ქმარი ირაკლი გაბაშვილია, რომელზეც ცნობილი ოჯახის ქალიშვილმა 2012 წელს იქორწინა და ბედნიერი ოჯახი აქვთ.