loader

რეალითი-შოუს მონაწილეს ვიდეოზე მისი გაუპატიურების ამსახველი კადრები აჩვენეს - რა რეაქცია ჰქონდა მონაწილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეალითი-შოუს მონაწილეს ვიდეოზე მისი გაუპატიურების ამსახველი კადრები აჩვენეს - რა რეაქცია ჰქონდა მონაწილეს

რეალითი შოუ "დიდი ძმის" ესპანურ ვერსიაში მონაწილე ქალი კარლოტე პრადო მეორე მონაწილემ გააუპატიურა. როგორც BBC წერს, გადაღებების დროს, ხოსე მარია ლოპესმა, რომელიც პრადოს შეყვარებული იყო, მასთან სექსუალური კონტაქტი დაამყარა, როდესაც გოგოს ეძინა.

ინციდენტი 2017 წელს მოხდა, თუმცა ესპანურმა მედიამ ამის შესახებ ინფორმაცია ახლა გაავრცელა. გადაცემაში გოგოს აჩვენეს ის ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ იყენებს მასზე ძალას მისი შეყვარებული.

სექსუალური ძალადობა წვეულების დროს მოხდა, რის შემდეგაც პრადო და ლოპესი დასაძინებლად წავიდნენ. ბიჭმა გოგოს სექსი შესთავაზა, თუმცა გოგომ უთხრა, რომ ზედმეტად ნასვამი იყო და დაეძინა. მიუხედავად უარისა, ბიჭმა გოგოზე სექსუალურად იძალადა.

კადრების ნახის შემდეგ გოგონა შოკში ჩავარდა და ტირილი დაიწყო.