loader

"მოხუცი დედა შვილმა თავშესაფარში ჩააბარა და დაივიწყა, დიდი ხნის შემდეგ ექიმმა დაურეკა" - დედის უკანასკნელმა სიტყვებმა შვილს გული მოუკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოხუცი დედა შვილმა თავშესაფარში ჩააბარა და დაივიწყა, დიდი ხნის შემდეგ ექიმმა დაურეკა" - დედის უკანასკნელმა სიტყვებმა შვილს გული მოუკლა

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში არაერთმა გვერდმა ძალიან სევდიანი და მრავლისთქმელი ისტორია გამოაქვეყნა, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ამბავს ათასობით მოწონება ჰქონდა და უამრავმა ადამიანმა გააზიარა. ფეისბუქის მომხმარებლები წერდნენ, რომ ეს ამბავი ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს:

"როცა ძალიან დაბერდა და ქმარიც მოუკვდა, შვილმა და სიძემ გადაწყვიტეს თავშესაფარში წაეყვანათ. სულ დაავიწყდა შვილს, რომ ყავდა დედა… გავიდა დრო, ერთ დღეს დაურეკეს და უთხრეს, დედაშენი კვდებაო და ნახეო… წავიდა დედასთან, მოხუცი ძლივს ლაპარაკობდა, სახეზე უდიდესი, სიხარული ეხატა, დედური სიყვარულით ანთებული თვალებით უყურებდა შვილს და მის ხელებს გულში იხუტებდა… შვილმა სინდისის ქეჯნა იგრძნო და უთხრა დედას:

დედა მითხარი, რა გინდა, ყველაზე მეტად, აგისრულებო.

დედამ უპასუხა, მე არაფერი მინდა შვილო, ამ თავშესაფარს, ერთი კონდიციონერი და მაცივარი უყიდე, თორემ შენ რომ მოგიყვანს შენი შვილი აქ, გაგიჭირდება, ზაფხულში ძალიან ცხელა და საჭმელებიც ფუჭდებაო, მე კი გავუძელი, მაგრამ შენ მედარდები ვერ გაუძლებო… და შვილზე მოხვეული ხელები გაუცივდა."