loader

რატომ უთხრა იტალიის კლინიკამ ანიტას ოპერაციაზე უარი - "სასწრაფოდ თუ რაიმე არ ვიღონეთ, დაგვეღუპება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ უთხრა იტალიის კლინიკამ ანიტას ოპერაციაზე უარი - "სასწრაფოდ თუ რაიმე არ ვიღონეთ, დაგვეღუპება"

რამდენიმე წუთის წინ "ფეისბუკგვერდმა" "ანიტასთვის" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ იტალიის კლინიკამ ანიტას ოპერაციაზე უარი უთხრა: "ვეცდები, მოკლედ განვმარტო იტალიის უარის მიზეზი (ვინაიდან ბევრი გვეკითხებით):

როგორც ყველამ ვიცით, ანიტას მკურნალობის პირველი ეტაპი არის აპარატის ჩადგმა, რის მერეც მაქსიმუმ 2 წლის ვადაში უნდა მოხდეს გულის ტრანსპლანტაცია. იტალია განიხილავდა ამ საკითხს, თავის სტატისტიკებზე დაყრდნობით. უფრო მძიმედ რომ ვთქვათ - იკვლევდა ალბათობას, რამდენი პროცენტია იმის შანსი, რომ აპარატის ჩადგმის მერე მაქსიმუმ 2 წელიწადში მოიძებნოს დონორი და რამდენად იქნება ეს პროპორციული უკვე რიგში მდგომი ბავშვების რაოდენობასთან...

აპარატის ჩადგმა ავტომატურად ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას დონაციაზე.
მაპატიეთ, ცოტა გაუგებრად თუ დავწერე".

ანიტას ბებია ამბობს, რომ სასწრაფოდ რაიმე თუ არ იღონეს, ბავშვი დაიღუპება.