loader

"მან ოჯახი დამინგრია" - ვის აგინა ნასვამმა გუფმა პირდაპირ ეთერში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მან ოჯახი დამინგრია" - ვის აგინა ნასვამმა გუფმა პირდაპირ ეთერში

რეპერი გუფი ამჟამად ტაილანდში ისვენებს. როგორც აღმოჩნდა, იქვე ახლოს დასასვენებლად არის ჩასული ყოფილი რუსი დეპუტატი დიმიტრი ნოსოვი. ეს ფაქტი სულაც არ არის გასაკვირი, რომ არა ერთი გარემოება - როგორც ჩანს, მუსიკოსს პირადი ანგარიში დარჩა გასასწორებელი ნოსოვთან, რომლის ბრძანებითაც, რამდენიმე წლის წინ გუფი და მისი მეგობრები ანტინარკოტიკულმა სამსახურმა დააკავა.
ნოსოვი ხუთი წლის წინ ანტინარკოტიკულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და გუფის მუსიკალური ჯგუფის წევრები ორჯერ დააკავა.

ვიდეომიმართვაში რეპერი ნოსოვს ბრალს სდებს საკუთარი ოჯახის დაშლაში, რადგან ეს დაკავება აღმოჩნდა ბოლო წვეთი მასა და აიზას ურთიერთობაში. მან "ინსტაგრამის" ლაივში ნოსოვს შეხვედრა და "საქმის გარჩევა" მოსთხოვა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გუფი ტაილანდში თავის საცოლესთან ერთად არის ჩასული, მასთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა, სადაც დიდი ოდენობით ალკოჰოლი მიიღო და შემდეგ ჩაერთო პირდაპირ ეთერში. ტაილანდშივე იმყოფება გუფის ყოფილი ცოლი აიზა, რომელიც უკვე წლებია მეორე ქმართან ერთად ცხოვრობს და მოღვაწეობს დიზაინის სფეროში.