loader

ვწუხვარ, რომ მისგან მესმის ის, რასაც... - ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი გაბუნიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვწუხვარ, რომ მისგან მესმის ის, რასაც... - ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი გაბუნიაზე

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "პოსტფაქტუმში" გიორგი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება. გაბუნიამ გადაცემაში, თავის მონოლოგში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერასდროს მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად.

"ნიჭიერი ჟურნალისტობა არ გაძლევს უფლებას, ქართველ ხალხს მოახვიო შენი აზრი" – სააკაშვილი გაბუნიას (ვიდეო).

"ვაახ, რა ამბები გამომიტოვებია:) როდის იყო, ჩვენ ვწყვეტდით, ვინ სად მოვა. რაც არ უნდა გავლენიანი იყოს ტელევიზია და ცალკეული ჟურნალისტი, მაინც არავინ ეკითხება, ვინ სად მივა. თუმცა პირადი მოსაზრება ყველას შეუძლია ჰქონდეს:) ოცნებებიც.

რაც შეეხება მიშას ერთპიროვნულ მმართველობას, რომელიც გაბუს თქმით, თურმე ყოფილა, ძალიან ქოცური ნარატივია და ვწუხვარ, რომ მისგან მესმის ის, რასაც გავრილოვები ამბობენ", - წერს ნანუკა.