loader

გიგა მაქარაშვილი ნინი ბადურაშვილის ბებიის გარდაცვალებამ ხუმრობის ხასიათზე დააყენა - აქტივისტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგა მაქარაშვილი ნინი ბადურაშვილის ბებიის გარდაცვალებამ ხუმრობის ხასიათზე დააყენა - აქტივისტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა


ცნობილი ქართველი მსახიობი ლალი ბადურაშვილი გუშინ გარდაიცვალა. მსახიობმა სიცოცხლე საავადმყოფოში დაასრულა, სადაც 2 კვირის წინ უგონო მდგომარეობაში მოათავსეს.

ლალი ბადურაშვილი სიმსივნეს წლების მანძილზე ებრძოდა. მისმა გარდაცვალებამ არაერთ ადამიანს დასწყვიტა გული, თუმცა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანიც გამოჩნდა.

სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"დიდი გამპრავებელი დაკარგა ოცნებამ, ნინი ბადურაშვილის ბაბო მომკვდარა" - დაწერა მაქარაშვილმა.

მაქარაშვილმა პოსტი მალევე წაშალა, თუმცა სქრინი ქსელში აქტიურად ვრცელდება და სამოქალაქო აქტივისტს აკრიტიკებენ.

შეგახსენებთ, ლალი ბადურაშვილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო და საკუთარ პოზიციას ხმამაღლა აფიქსირებდა, რამაც მაქარაშვილი ხუმრობის ხასიათზე დააყენა და გარდაცვლილ ადამიანზე ირონიული სტატუსი დაწერა.