loader

"ოჯახსაც შევქმნი და მე მგონი, შვილიც არ არის გვიან" - გიორგი წერეთლის პირველი ინტერვიუ ლოლასთან დაშორების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოჯახსაც შევქმნი და მე მგონი, შვილიც არ არის გვიან" - გიორგი წერეთლის პირველი ინტერვიუ ლოლასთან დაშორების შემდეგ

პოპულარული სიმღერების ავტორ-შემსრულებელმა გიორგი წერეთელმა მეუღლესთან, ლოლა წერეთელთან დაშორების შემდეგ დუმილი ჟურნალ "სარკესთან" დაარღვია. წყვილის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა საზოგადოებაში პოპულარობა მალევე მოიპოვა.

რა მოხდა რეალურად პოპულარულ ცოლ-ქმარს შორის და რატომ დაშორდნენ ისინი, დღემდე გამოცანად რჩება, ფაქტი კი ერთია - ისინი დუეტში სცენაზე აღარასოდეს იმღერებენ.

"ეს პირველი ინტერვიუა მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში ეს მოვლენები განვითარდა. ვთვლი, რომ ამ თემაზე საუბარი საჭირო არ არის. ჩვენი ურთიერთობა რომ მარტო დუეტი ყოფილიყო, მაშინ აუცილებლად ვისაუბრებდი ჩვენ დაშლაზე, რადგან ეს დუეტი თავიდან ბოლომდე ჩემი შექმნილი იყო. განაგრძეთ კითხვა