loader

"ეს სამურაი იყო ივანიშვილის მთავრობის მინისტრი" - დიპლომატის მიერ კორონავირუსზე საბრძოლო შემართებით ჩაწერილი ვიდეო სააკაშვილის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს სამურაი იყო ივანიშვილის მთავრობის მინისტრი" - დიპლომატის მიერ კორონავირუსზე საბრძოლო შემართებით ჩაწერილი ვიდეო სააკაშვილის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა

მიხეილ სააკაშვილმა გელა დუმბაძის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით საბრძოლო შემართებით ჩაწერილი ვიდეო გააზიარა და გააკრიტიკა. გელა დუმბაძე დიპლომატია. ის იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში 2017 წლის 15 ივნისიდან. ასევე, 2014-16 წლებში იყო სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 

მიხეილ სააკაშვილთან ერთად, გელა დუმბაძის ეს ვიდეო სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად აშშ-ში მცხოვრებმა კობა სუბელიანმაც გააზიარა. ამ ვიდეოს მიმართ მისი ტექსტიც, სააკაშვილის მსგავსად, კრიტიკული იყო.