loader

ემოციური ვიდეო - მქუხარე ტაში და სიხარულის ცრემლები, 89 წლის მოხუცს მეზობლებმა დაბადების დღე აივნებიდან მიულოცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური ვიდეო - მქუხარე ტაში და სიხარულის ცრემლები, 89 წლის მოხუცს მეზობლებმა დაბადების დღე აივნებიდან მიულოცეს

გუშინწინ მარტო მცხოვრები ესპანელი ქალი ლოლა 89 წლის გამხდარა. ალბათ, გეცოდინებათ, ესპანეთში ორი კვირაა კორონავირუსის გამო მკაცრი საკარანტინო ზომები მოქმედებს, რომელთა გამოც მეზობლებს ერთიმეორესთან მისვლაც არ შეუძლიათ. ლოლას მეზობლებს მისი დაბადების დღის გასალამაზებლად აი, რა მოუფიქრებიათ - გამოსულან აივნებზე, ქალისთვის დაბადების დღის მისალოცი სიმღერა უმღერიათ, ბუშტებიც დაუბერავთ, მისალოცი პლაკატებიც გადმოუფენიათ და ერთ-ერთ პოსტერზე ქალბატონი ლოლა დაუხატავთ კიდეც. იყო აუარება ტაში და სიხარულის ცრემლები. აღფრთოვანებულ ლოლას უთქვამს, ამით ცხოვრების ყველაზე ლამაზი წუთები მაჩუქეთო. ვიდეოს გამავრცელებელ აურორა კარბონელს (Aurora Carbonell) კი დაუწერია, ქალბატონმა ლოლამ არ იცის, ეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული მომენტიცააო.