loader

"რაფაზე აძვრა, თავი ვერ შეიკავა და გადმოვარდა" - მამაკაცი, რომელიც სელფის დროს ფანჯრიდან გადმოვარდა, კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რაფაზე აძვრა, თავი ვერ შეიკავა და გადმოვარდა" - მამაკაცი, რომელიც სელფის დროს ფანჯრიდან გადმოვარდა, კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც აღბეჭდილია მოსკოვის მოქალაქე, რომელსაც სელფის გადაღება კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

"Интерфакс"-ის ცნობით, 12 აპრილს, მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე, მამაკაცი მეზობელ კორპუსში მცხოვრებ პარტნიორს ესტუმრა.

წყვილს გაუჩნდა იდეა, სელფი გადაეღოთ, რისთვისაც კაცი ფანჯრის რაფაზე აძვრა, თავი ვერ შეიკავა და გადავარდა. მისდა საბედნიეროდ, მან მოასწრო ხელით კარნიზს ჩასჭიდებოდა, ხოლო ქალს ის 15 წუთის განმავლობაში ეჭირა, სანამ შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ისინი ჯარიმას 15-დან 40 000  რუბლამდე გადაიხდიან.