loader

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა - ამირან გამყრელიძე ბოლო ინფორმაციით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა - ამირან გამყრელიძე ბოლო ინფორმაციით

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "თავისუფალი ხედვა" განაცხადა, მათგან 3 ტრაილერის მძღოლია, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა კარანტინის რეჟიმში გამოვლინდა და ის ე.წ. საბურთალოს კლასტერთანაა დაკავშირებული.

შესაბამისად, ქვეყანაში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 800-ს შეადგენს.