loader

რა წერია გამომძიებლის პატაკში: "იგი სურათებს იღებდა მომხდარი ძალადობისა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების დროს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა წერია გამომძიებლის პატაკში: "იგი სურათებს იღებდა მომხდარი ძალადობისა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების დროს"

საქმის მე-4 ტომში დევს პატაკი, სადაც მცხეთის სამმართველოს გამომძიებელი ფოტოაპარატის ამოღების აუცილებლობაზე საუბრობს.

მცხეთის სამმართველოს გამომძიებლის პატაკი:

"მოგახსენებთ, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით... იაკობ დავითის ძე ბრეგვაძე პირადად ინახავს "SONY"-ს ციფრულ ფოტოაპარატს, რომლითაც იგი სურათებს იღებდა 2020 წლის 18 ივნისს ქალაქ მცხეთაში, ნარაკვევის დასახლებაში მომხდარი ძალადობისა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების დროს და იგი აპირებს აღნიშნული ფოტოაპარატის განადგურებას. მოგახსენებთ რა ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ თქვენს შემდგომ რეაგირებას", - წერია ჩვენებაში.

ინფორმაციას "კურიერი" ავრცელებს.