loader

რამდენად მაღალია შანსი, რომ ჩინეთში დაფიქსირებულმა შავმა ჭირმა დიდი მასშტაბი შეიძინოს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენად მაღალია შანსი, რომ ჩინეთში დაფიქსირებულმა შავმა ჭირმა დიდი მასშტაბი შეიძინოს?

ჩინეთში, შიდა მონღოლეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ბაიანურში ბუბონური შავი ჭირის შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც "ბი-ბი-სი" წერს, ქვეყანაში მესამე დონის განგაშია გამოცხადებული, რომელიც ქვეყანაში იმ ცხოველებზე ნადირობას და საკვებში გამოყენების აკრძალვას გულისხმობს, რომლებიც შესაძლოა დაავადების მატარებლები იყვნენ. ერთ-ერთია მათ შორის ვირზაზუნა, რომელიც შავი ჭირის გაჩენის მიზეზი არაერთხელ გამხდარა.
რამდენიმე დღის წინ ბუბონური შავი ჭირის შემთხვევები მონღოლეთშიც დაფიქსირდა.
გამომწვევი მიზეზები
დაავადების გამომწვევი იერსინია პესტის-ის ბაქტერიაა, რომელიც მღრღნელებისა და მათ სხეულზე მცხოვრები რწყილების ორგანიზმში ცხოვრობს. ადამიანიდან ადამიანზე კი უმეტესად ჰაერ-წვეთოვანი გზებით გადადის.
ცოტა სტატისტიკა
შავი ჭირი, ძირითადად, მე-14 საუკუნესთან ასოცირდება. მაშინ დაავადებამ 50 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, შავი ჭირი განმეორებითი გავრცელების შესაძლებლობის მქონე დაავადებაა. 2010-15 წლებში, მსოფლიოში შავი ჭირის 3248 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 584 ლეტალური შედეგით დასრულდა.
ახალი პანდემია?!
მსოფლიოში შავი ჭირის რამდენიმე კერა ისევ არსებობს. მაგალითად, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მადაგასკარში ბოლო წლების განმავლობაში დაავადების აფეთქება დაფიქსირდა, თუმცა დროული შეჩერება მოხერხდა.
ბუბონური შავი ჭირი, კოვიდ-19-ისგან განსხვავებით, არა ვირუსით, არამედ ბაქტერიითაა გამოწვეული და ანტიბიოტიკებით ეფექტურად იკურნება. ჩინეთსა და მონღოლეთში აღმოჩენილი შავი ჭირის შემთხვევების შესახებ ექსპერტები ფიქრობენ, რომ იზოლირებული შემთხვევებია და მათი გამოვლენა ადრეულ ეტაპზევე მოხდა, რაც დაავადების გავრცელების საფრთხეებს ამცირებს.