loader

"ხმას არ გცემდა და კარი შევანგრიეთ, რთული სურათი დაგვხვდა" - აფეთქებას მუხიანში 50 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხმას არ გცემდა და კარი შევანგრიეთ, რთული სურათი დაგვხვდა" - აფეთქებას მუხიანში 50 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში, მუხიანის დასახლებაში აფეთქება მოხდა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ერთსართულიან შენობაში მოხდა, თუმცა, ხანძარს ადგილი არ ჰქონია.

რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.