loader

"ვაჟკაცი ხალხი ვართ და ნებისმიერი რთული სიტუაციიდან ვიპოვით გამოსავალს" - რაზე ისაუბრეს ლუკაშენკომ და ზურაბიშვილმა 2019 წლის შეხვედრაზე? [არქივი] - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვაჟკაცი ხალხი ვართ და ნებისმიერი რთული სიტუაციიდან ვიპოვით გამოსავალს" - რაზე ისაუბრეს ლუკაშენკომ და ზურაბიშვილმა 2019 წლის შეხვედრაზე? [არქივი]

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს  შორის ოფიციალური ვიზიტი 2019 წლის 20 ივნისს შედგა.
პირველმა პირებმა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა განიხილეს. თავის მხრივ, ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც მეგობარი ქვეყანა, მისთვის პრიორიტეტულია.

შეგახსენებთ, ბელარუსში ვითარება 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ დაიძაბა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგები გამოაცხადა, რის მიხედვითაც, გამარჯვებული ამომრჩეველთა 80%-ზე მეტი ხმით მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა.
ხმების ასეთმა გადანაწილებამ მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მომხრეები და ბელარუსის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდნენ. მრავალათასიანი მშვიდობიანი მიტინგი პირველივე დღეს სისხლისღვრაში გადაიზარდა. სპეცრაზმმა შეკრებილების დაშლა რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და დარბევით სცადა. გარდაიცვალა ორი ადამიანი, არის ათობით დაჭრილი.
საპროტესტო აქციების დაწყებიდან რამდენიმე დღეში სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა. მან მიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგა.
საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება. მოსახლეობა ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს.