loader

“შეხვედრას ესწრება ჩემი 90 წლის ბაბუა“- ამაღელვებელი წუთები, როდესაც ნინო ლაცაბიძეს ნერვიულობა დაეტყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“შეხვედრას ესწრება ჩემი 90 წლის ბაბუა“- ამაღელვებელი წუთები, როდესაც ნინო ლაცაბიძეს ნერვიულობა დაეტყო


რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ რუსთავში ოფიციალურად წარადგინეს. ლაცაბიძე ღონისძიებაზე ოჯახის უხუცეს წევრთან, 90 წლის ბაბუასთან ერთად მივიდა.

“ჩემთვის დიდი პატივია, ვიდგე აქ, ჩემს ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ცხოვრობს ჩემი ოჯახი, მეგობრებისა და ახლობლების უდიდესი ნაწილი. ქალაქი, სადაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი გავატარე. ალბათ, ამიტომაც არის, რომ პატივთან ერთად, ეს არის დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, როგორც გუნდის, ასევე თქვენ წინაშე.

შეხვედრას ესწრება ჩემი 90 წლის ბაბუა, რომელიც 1954 წელს ჩამოვიდა რუსთავში და ის ხშირად მიყვება, როგორ შენდებოდა რუსთავი, როგორ მეგობრობდნენ, როგორ უყვარდათ და სწორედ, ალბათ, ასეთი ადამიანების ძალისხმევით მოვიდა ეს ქალაქი აქამდე. ჩვენ უკვე ახალი ენერგიით, თანამედროვე მიდგომებით და ჩვენი ზრუნვით კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ ჩვენი შვილებისთვის. მე გპირდებით, ვიქნები თქვენი ღირსეული ხმა საქართველოს პარლამეტში. ხმა, რომელიც იქნება ყოველთვის გულწრფელი და შედეგის მომტანი. დავდგეთ ერთად ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რუსთავის წარმატებისთვის“, – ნინო ლაცაბიძე.