loader

“მინდა ვთქვა რომ black lives matter“ - ბერა ივანიშვილი ჯორჯ ფლოიდის მხარდასაჭერ აქციას უერთდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მინდა ვთქვა რომ black lives matter“ - ბერა ივანიშვილი ჯორჯ ფლოიდის მხარდასაჭერ აქციას უერთდება

ბერა ივანიშვილი აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“მოგესალმებით,
იმედი მაქვს ყველანი უსაფრთხოდ ხართ
მიუხედავად იმისა, რომ თქვენგან ძალიან შორს ვცხოვრობ
მინდა მხარი დაგიჭიროთ და ვთქვა რომ- black lives matter (შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია)
მე ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ადამიანთა თანასწორობა მთავარი ღირებულებაა
მე და ჩემი მეუღლე სწორედ ამ ღირებულებით ვგეგმავთ შვილის აღზრდას
გვჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალოს
ეს არის ჩემი მესიჯი მშვიდობისთვის
უფალი გფარავდეთ“- აღნიშნავს რეპერი.

“black lives matter“ ამ ლოზუნგით საპროტესტო აქციები აშშ-ში მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელებმა მინესოტას შტატში მცხოვრები ჯორჯ ფლოიდი დაკავებისას მოკლეს. საზოგადოების გაღიზიანება გავრცელებულმა კადრებმა გამოიწვია. პროტესტანტები მიიჩნევენ, რომ ფლოიდი რასისტული ნიშნით მოკლეს.