loader

„მამაჩემის გარშემო ყოველთვის უცნაური აურაა... ასე ესაუბრებოდნენ ძველ დროში ყველაზე დიდებულ მეფეებს“ - ბერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„მამაჩემის გარშემო ყოველთვის უცნაური აურაა... ასე ესაუბრებოდნენ ძველ დროში ყველაზე დიდებულ მეფეებს“ - ბერა

ამერიკული გამოცემა WIRED-ი ბერა ივანიშვილთან ინტერვიუს, სახელწოდებით - „საქართველოს პრინცი Instagram-ის ვარსკვლავია“ აქვეყნებს.

ბრიტანელი ჟურნალისტი ამოს ბარშარდი საქართველოს იანვარში სტუმრობდა და სწორედ მან ჩაწერა ბერა ივანიშვილთან ინტერვიუ.

სტატიაში ბერა მამამისს, ბიძინა ივანიშვილს, უანგარო საჯარო მოხელედ წარმოადგენს:

„მამაჩემს შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ეცხოვრა. ნებისმიერ დონეზე, რასაც თავად მოისურვებდა. პოლიტიკური საქმიანობის არჩევით შესაძლოა ყველაფერი დაეკარგა. კარგი ოჯახი და გარემოცვა შესანიშნავია, მაგრამ როდესაც შენი ქვეყანა ცუდ დღეშია, ბედნიერი ვერ იქნები...

...ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მამაჩემის გარშემო ყოველთვის უცნაური აურა ტრიალებდა და დღემდე ასეა. მისი სახელის ხმამაღლა ხსენებასაც ვერ ბედავენ. სწორედ ასე ესაუბრებოდნენ ძველ დროში ყველაზე დიდებულ მეფეებს“.

განაგრძეთ კითხვა.