loader

"არაფერი პერსონალური, მხოლოდ რიცხვები" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არაფერი პერსონალური, მხოლოდ რიცხვები" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?


თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: "ნაცებმა ისიც გაითვალისწინეთ, რომ 36 პროცენტი აიღეთ, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იყო.
როცა პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილი დასახელდა, თქვენმა მხარდაჭერამ 10 პროცენტით დაიკლო.
სააკაშვილისგან თავის შორს დაჭერის ტაქტიკა არათუ ევროპული საქართველოსთვის, ნაცებისთვისაც სწორია. მაგრამ თქვენი საქმე თქვენ იცით 
არაფერი პერსონალური. მხოლოდ რიცხვები". 

მის სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"ხუმრობთ ქალბატონო თამარა? ნაციონალური მოძრაობა არის მხოლოდ მიშა და მორჩა, ყველა წამოვიდა მაგ პარტიიდან დანარჩენი და საკუთარი პარტიები შექმნეს.
ვინ დაიჭიროს შორს თავი მიშასგან? გოცირიძემ? ბუბა კიკაბიძემ თუ ზაზა ბიბილაშვილმა?
1%-საც ვერ მოაგროვებენ მიშას გარეშე. მოგვწონს თუ არა ასეა ეს. მწარეა, მაგრამ სიმართლეა." - უწერს ერთ-ერთი "ფეისბუქმომხმარებელი".

რასაც ჩერგოლეიშვილმა უპასუხა:

"ფაქტია რომ როცა წინ სხვა ყავდათ, მეტმა მისცა ხმა.
რიცხვები თქვენს საწინააღმდეგოს ამბობს.
ხუთიანი მიშა არ არის, ხუთიანი არის ბრენდი რომელსაც ხალხის წარმოდგენაში მთავრობის ჯობნა შეუძლია - ეგაა და ეგ.
არავის ჩემთან მიშა არ უხსენებია - ნახევარი სამეგრელო ფეხით მოვიარე.
“ოღონდ ესენი წავიდნენ” -
ეს ისმოდა ყველაზე ხშირად."