loader

"ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება" - ნიკოლოზ ბასილაშვილის ემოციური წერილი შვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება" - ნიკოლოზ ბასილაშვილის ემოციური წერილი შვილს

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს სოციალური ქსელის საშუალებით ემოციურ წერილს უძღვნის:

"მამიკო, გილოცავ დამდეგ შობა ახალ წელს. ეს წელი ცოტა განსხვავებულია, იმიტომ რომ ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება. ჩვენ არასდროს შევხვერდილვართ ერთად წელიწადის ამ დროს, ჩემი საქმიდან გამომდინარე. ყოველთვის ვფიქრობდი როდის გაიზრდებოდი რომ თან წამეყვანე და ერთად აღგვენიშნა ახალი წლის მოსვლა. მაგრამ არაუშავს, მე ყოველთვის შენთან ვარ ჩემი ფიქრებით და ეს მხოლოდ დროებითია. რაც მთავარია, თოვლის ბაბუს საჩუქრებს კარგად შეგინახავ. მიყვარხარ და მენატრები", - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.