loader

"უკვე ვბრაზდები... აუცილებლად გნახავ და მოგცხებ ტრ..ზე" - რა ხმოვან შეტყობინებებს უგზავნის ქართველ მოცეკვავეს უცნობი მამაკაცი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უკვე ვბრაზდები... აუცილებლად გნახავ და მოგცხებ ტრ..ზე" - რა ხმოვან შეტყობინებებს უგზავნის ქართველ მოცეკვავეს უცნობი მამაკაცი

მომღერალი და მოცეკვავე ანა მალაზონია "ინსტაგრამზე" აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს,  რომ უცნობი მამაკაცი მას ემუქრება.

ანი მა­ლა­ზო­ნია რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­მოჩ­ნდა მუ­სი­კა­ლურ სივ­რცე­ში, ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ სა­მოს­ში ჩაც­მუ­ლი პა­ტა­რა გო­გო­ნა "ჩემო მაგ­ნო­ლი­ას" მღე­რო­და. ანა კა­ლან­და­ძის შე­სა­ნიშ­ნავ ლექსზე აჟ­ღე­რე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა წლე­ბის წინ ცი­ნუ­კი და­დი­ან­მა შე­ას­რუ­ლა და მა­ლა­ზო­ნი­ას მიერ ნამ­ღე­რი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემიგ­რან­ტებს მო­ე­წო­ნათ.

ასე­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო მისი ენ­გურ­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც აფხაზეთს ეძღვნე­ბო­და. სიმ­ღე­რას მა­ლა­ზო­ნია ფან­დურ­ზე ას­რუ­ლებ­და და იმ დროს ინ­ტერ­ნეტ­ში ძა­ლი­ან დიდი მო­წო­ნე­ბაც ჰქონ­და.

2016 წელს გო­გო­ნა ად­რე­ულ ასაკ­ში გა­თხოვ­და, მისი რჩე­უ­ლი ნიკა ბოგ­ვე­რა­ძე გახ­და. მომ­ღე­რალს გო­გო­ნა შე­ე­ძინა და ძა­ლი­ან მალე წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და. ანი სცე­ნას არ დაბ­რუ­ნე­ბია და პა­უ­ზა ორ წელს გაგ­რძელ­და. ერთ დღეს მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ხალ­ხურ მო­ტი­ვებ­ზე მომ­ღე­რალ­მა გო­გო­ნამ არ­ჩე­ვა­ნი "ტვერკზე" გა­ა­კე­თა და ამ სფე­რო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი აქვს.