loader

პირველად ისტორიაში, ლომვეშაპა ირლანდიაში "ავტოსტოპით" ჩავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველად ისტორიაში, ლომვეშაპა ირლანდიაში "ავტოსტოპით" ჩავიდა

ირლანდიის ისტორიაში პირველად, ლომვეშაპა აღმოაჩინეს. უნიკალურ აღმოჩენას კუნძულ ვალენტინზე ადგილობრივი მკვიდრი ალან ჰულიკენი შეესწრო. ინფორმაცია ვეშაპებისა და ზვიგენების ჯგუფში გავრცელდა.

ალანი თავის ქალიშვილთან ერთად სანაპიროზე სეირნობდა, როდესაც ლომვეშაპა შენიშნა. თავდაპირველად მას ჩვეულებრივი სელაპი ეგონა, თუმცა მოგვიანებით ეშვები შენიშნა.

"ის ხარისა და ძროხის ზომის იყო. ძალიან დიდი. ქვაზე იჯდა და თითქოს პოზიორობდა. ერთ  მომენტში თითქოს მოგვესალმა", - ჰყვება ჰულიკენი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ცხოველმა ყინულზე დაიძინა, რომელმაც მთელი ატლანტიკის ოკეანე გადააცურინა და ირლანდიაში მოიყვანა. ასევე, მკვლევარების რჩევით, ლომვეშაპას არ შეაწუხებენ, რამდენადაც ხანგრძლივი თავგადასავლის შემდეგ მას დასვენება ესაჭიროება.

"ლომვეშაპებს აისბერგზე ძილი უყვართ. როგორც წესი, აისბერგებს ისინი შორეულ,  განცალკევებულ ადგილებში გადაჰყავთ", - ჰყვებიან მეცნიერები და ამბობენ, რომ ცხოველებში  ეს გადაადგილებისა და მოგზაურობის ყველაზე უნიკალური ხერხია. ვარაუდის მიხედვით,  ლომვეშაპამ 1500 კილომეტრზე მეტი გადალახა.