loader

"ძალიან ვღელავ, ძალიან, გული მაქვს ამოვარდნაზე" - ანი გიუნტერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან ვღელავ, ძალიან, გული მაქვს ამოვარდნაზე" - ანი გიუნტერი

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი ამჟამად სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. ის წერს, რომ პირველად ოცი დღის განმავლობაში, 81 წლის დედის ნახვის შესაძლებლობა მიეცემა.

„არსებობს ასეთი სიტყვა – ბრძოლისუნარიანი. ეს არის ექიმების მთავარი დასკვნა და დიაგნოზი 81 წლის ლუბა დანილენკოს შემთხვევაში. მხოლოდ ამის დამსახურებით ახლა ვნახავ საკუთარ დედას 20 დღის შემდეგ. ძალიან ვღელავ, ძალიან. გული მაქვს ამოვარდნაზე და გიგზავნით თქვენ მადლობას ყველას…“

ანი არ წერს, კონკრეტულად რა დიაგნოზით არის მოთავსებული კლინიკაში დედა.