loader

სათვალთვალო კამერით გადაღებული უმძიმესი კადრები - ოთახს, სადაც 5 თვის ჩვილი იმყოფებოდა, უზარმაზარი ხე დაეცა (აშშ) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სათვალთვალო კამერით გადაღებული უმძიმესი კადრები - ოთახს, სადაც 5 თვის ჩვილი იმყოფებოდა, უზარმაზარი ხე დაეცა (აშშ)

ოთახს, სადაც 5 თვის ჩვილი იმყოფებოდა, უზარმაზარი ხე დაეცა. შემთხვევა აშშ-ში, ლუიზიანას შტატში, ქალაქ პრერივილში მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ბაქჰოლცების ოჯახში 2 ივლისის საღამოს, მას შემდეგ, რაც 5 თვის ქენონი დასაძინებლად დააწვინეს, თავად კი ტელევიზორს უყურებდნენ, საშინელი ხმაური გაისმა. თავდაპირველად ჩვილის დედ-მამას ჭექა-ქუხილი ეგონა, ვიდრე ბავშვის ოთახში დამონტაჟებული კამერის მონიტორს არ შეხედეს და არ ნახეს, რომ ქენონის ოთახი ნატეხებით და ნაფოტებით იყო სავსე. ამ დროს გაისმა ბავშვის ტირილიც. აღმოჩნდა, რომ სახლს სახურავის იმ ნაწილზე, რომლის ქვეშაც ბავშვის ოთახი იყო განთავსებული, უზარმაზარი მუხა დაეცა. ფაქტის ამსახველი ვიდეო და ფოტო ბავშვის დედამ, კორტნი ბაქჰოლცმა გამოაქვეყნა.

ბავშვის დედა თვლის, რომ მისი შვილი დაზიანებების გარეშე სასწაულებრივად გადარჩა, თითქოს მას რაღაც ძალა იცავდა. კორტნი ბაქჰოლცის თქმით, მან მაშინვე გაიფიქრა თავის გარდაცვლილ შვილზე, ქეისენზე, რომელიც 2016 წელს ვადაზე ადრე დაიბადა და ერთ თვეში გარდაიცვალა.

"ჩვენ მუდამ ვამბობთ, რომ ის თავის უმცროს ძმაზე ზრუნავს და მაშინვე გავიფიქრე, რომ ქეისენი იცავს და მფარველობს ქენონს. ერთი შვილის დაკარგვა და აზრი იმისა, რომ შეიძლება სხვა შვილსაც ასე დაემართოს, მტანჯველია", - ამბობს კორტნი ბაქჰოლცი.