loader

"როგორ ვერ გიშველეთ, განადგურებულები ვართ, რამხელა სიმწარეა" - თამარ ივერი უმძიმეს ამბავს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორ ვერ გიშველეთ, განადგურებულები ვართ, რამხელა სიმწარეა" - თამარ ივერი უმძიმეს ამბავს ავრცელებს

ავარიის შემდეგ მართვით სუნთქვაზე მყოფი არასრულწლოვანი კორონავირუსით დაინფიცირდა და გარდაიცვალა.

"როგორ ვერ გიშველეთ მარიამ. განადგურებულები ვართ! როგორი იმედი გვქონდა ღმერთო. დანა კბილს არ მიხსნის. პრემიერმა პრიორიტეტში აგიყვანა, მაგრამ.....ვეღარ გაუძლო შენმა პატარა გულმა. წაგიყვანეს დედიკომ და მამიკომ თავისთან, არავის ანდეს შენი თავი. ღმერთო, რამხელა სიმწარეა, ცუდად ვარ!" - წერს თამარ ივერი.

“გაფრინდა მარიამი მშობლებთან და ძამიკოსთან​. მშვიდად განისვენე, პატარავ… ფონდი “დედის ხელები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მარიამის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს”, - წერია ფონდის განცხადებაში.

როგორც ირკვევა, მარიამი გასული წლის 25 ოქტომბერს, სოფელ დიდველიდან სოფელ დიმისკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა.

მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალნენ მარიამის მამა, ბებია, 4 წლის ძმა და კიდევ ერთი ნათესავი, ხოლო მარიამი დედასთან ერთად ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მოგვიანებით დაიღუპა ბავშვის დედაც.

მარიამს შემთხვევიდან რამდენიმე დღეში კორონავირუსი დაუდასტურდა და რეანიმობილით თბილისში, ციციშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. არასრულწლოვანი ავარიის შემდეგ მართვით სუნთქვაზე, კომაში იმყოფებოდა.