loader

შემზარავი კადრები: დაბადების დღეზე დაპატიჟებული ბავშვების თვალწინ ალიგატორი ინსტრუქტორს თავს დაესხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემზარავი კადრები: დაბადების დღეზე დაპატიჟებული ბავშვების თვალწინ ალიგატორი ინსტრუქტორს თავს დაესხა

აშშ-ში, კერძოდ კი, იუტაში, სასტუმრო Scales and Tails-ში ბავშვის დაბადების დღე აღინიშნებოდა. ბავშვები და სტუმრები რეპტილიების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მათ თვალწინ ცხოველების მწვრთნელს ალიგატორი თავს დაესხა და წყალში შეათრია. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

ინციდენტი 14 აგვისტოს მოხდა. გოგონა ცდილობდა ბრძანება მიეცა, რათა ალიგატორი პლატფორმიდან უკან, აუზში დაბრუნებულიყო, თუმცა მოულოდნელად ცხოველი ხელში სწვდა და აუზში ჩაიყვანა. 

გოგონას ქმარი მყისიერად რეზერვუარში ჩახტა და ცდილობდა ალიგატორის პირიდან ინსტრუქტორის ხელი ამოეღო. სხვა სტუმრის დახმარებით, როგორც იქნა, მას ხელი გაუთავისუფლეს. 

აღსანიშნავია, რომ დაზარალებულს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.