loader

რა ხდება ცნობილი თვითგამრავლებად რობოტებზე, რომლებმაც მეცნიერებაში ახალი ეპოქა შექმნეს - სიმსივნეების და სხვა დაავადებების მკურნალობის აქამდე უცნობი გზა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ცნობილი თვითგამრავლებად რობოტებზე, რომლებმაც მეცნიერებაში ახალი ეპოქა შექმნეს - სიმსივნეების და სხვა დაავადებების მკურნალობის აქამდე უცნობი გზა


აფრიკული დეზებიანი ბაყაყის გულისა და კანის ღეროვანი უჯრედებისგან შექმნილი პირველი ცოცხალი რობოტი თანამედროვე სამყაროს ახალ თავს ქმნის.

მეცნიერები, რომლებმაც მსოფლიოში პირველი ცოცხალი რობოტები - ქსენობოტები შექმნეს, აცხადებენ, რომ სიცოცხლის ეს ფორმა განსაკუთრებულია, ვინაიდან ისინი „მსოფლიოში პირველი თვითგამრავლებადი ცოცხალი რობოტები არიან“.

პატარა ორგანიზმები პირველად 2020 წელს შექმნეს. მათ დამოუკიდებლად გადაადგილება დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, ენერგიის ამოწურვამდე შეუძლიათ. შესწევთ გამრავლების უნარიც.

ვერმონტის, ტაფტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების ბიოლოგიური ინჟინერიის - Wyss ინსტიტუტის მეცნიერებმა კვლევა გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ მათ აღმოაჩინეს ბიოლოგიური გამრავლების ახალი ტიპი, რომელიც ნებისმიერი სხვა ცნობილი მცენარის ან ცხოველის სახეობისგან განსხვავდება. მეცნიერების თქმით, ახალმა კვლევამ შეიძლება სამედიცინო სფეროში სრული გადატრიალება მოახდინოს. მათივე განცხადებით, ბიორობოტები შესაძლოა სიმსივნეების და სხვა დაავადებების მკურნალობაში ეფექტურად იყვნენ გამოყენებულები.

ავტორი: ნინი ქობალია