loader

"ამჯერად "ომიკრონმა" მომაკითხა!" - თათია შარანგიას კორონავირუსი მეორედ შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამჯერად "ომიკრონმა" მომაკითხა!" - თათია შარანგიას კორონავირუსი მეორედ შეხვდა

თათია შარანგიას კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა. ამის შესახებ ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემო უსაყვარლესო მაყურებლებო, ისევ იზოლაციაში ვარ. ამჯერად "ომიკრონმა" მომაკითხა! ერჯერობით უსიმპტომო. 12 იანვარს მქონდა 37 სიცხე, ოდნავ მეტკინა ყელი. პისიარ ტესტის პასუხი კი უარყოფითი მივიღე.

გუშინ 37.1 სიცხის გამო დავტესტე ჩემი უფროსი შვილი და აღმოჩნდა კოვიდ დადებითი, მხოლოდ ამიტომ, სრულიად უსიმპტომო კვლავ დავიტესტე დღეს და აღმოვჩნდი დადებითი.

გადაცემის ჩაწერა მოვასწარი თქვენთვის და მიხარია რომ შაბათს, როგორც დაგპირდით, 23 საათზე შევხვდებით ერთმანეთს. ანა ტყებუჩავას ძალიან საინტერესო სთორი გელოდებათ

ძალიან მინდა ჯანმრთელად იყოთ, გაუფრთხილდით ერთმანეთს. ყველაფერი კარგად იქნება", - წერს თათია შარანგია.