loader

“მთელი მცხეთა ასეთია, სადაც გინდათ, გაიარეთ! ეს არის უზრდელობა, უკულტურობა, გახრწნილება!“ - ვიდეოს ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მთელი მცხეთა ასეთია, სადაც გინდათ, გაიარეთ! ეს არის უზრდელობა, უკულტურობა, გახრწნილება!“ - ვიდეოს ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ


“ნიჩბისი! მცხეთელებო, თქვენ ხართ სამარცხვინოები! ამას იტყვის ყველა! მე ასეთი არაფერი არ მინახავს აქამდე, მცხეთა არის საღორე!“ - ვიდეო დომენიკ მანგომ 12 იანვარს გაავრცელა, სადაც დაბინძურებული გარემოს შესახებ საუბრობს. 

მოგვიანებით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა განცხადება და ფოტომასალა იმის შესახებ, რომ ადგილი დასუფთავებულია.

“გუშინ, 12 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის ტერიტორიის დანაგვიანების შესახებ.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც ყოველთვის, აღნიშნულ ფაქტზე ჰქონდა მყისიერი რეაგირება და დღეს სრულად მოხდა ტერიტორიის დასუფთავება.

ა(ა)იპ - კეთილმოწყობის სამსახური მუდმივად ზრუნავს, სუფთა გარემო შეუქმნას მოსახლეობას, თუმცა, რა თქმა უნდა, მოქალაქეებმა თავადაც უნდა იზრუნონ მის შექმნა/შენარჩუნებაზე.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ ყველა მოქალაქეს, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთად ვიზრუნოთ ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოზე.“ - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.