loader

"გაქცეულ ქმრებს ვეღარ დაეწევით… ჩემთან გამოიქცა და თქვენგან გარბიან!" - რას წერს რუსუდან მუმლაძე სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაქცეულ ქმრებს ვეღარ დაეწევით… ჩემთან გამოიქცა და თქვენგან გარბიან!" - რას წერს რუსუდან მუმლაძე სოციალურ ქსელში?

"გაქცეულ ქმრებს ვეღარ დაეწევით… ჩემთან გამოიქცა და თქვენგან გარბიან!" - ამის შესახებ მომღერალი რუსუდან მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს.

რუსუდან მუმლაძე აღნიშნულით მაიკო კაჭკაჭიშვილსა და მაია დარსმელიძეს ეხმაურება.

"გამგებმა გაიგოს, შეირგოს, ყურადღებით წაიკითხოს და კიდევ მეტი ყურადღებით შემომხედოს თვალებში! ისე, მეც მისქრინავენ ისევ თქვენი "ფრენდები" რაღაცებს... ახლა რომ გულზე მოგხვდათ და აფრიალებთ ჩემს კომენტარს (მაია კაჭკაჭიშვილს მივმართავ), ეს მაშინ უნდა გეფიქრათ, "ფარულ კონვერტში" ჩემი სტუმრობის შემდეგ, ზოგიერთებმა ენა რომ აიმძაღეთ, უკადრებელი იკადრეთ "ფეისბუკ" სტატუსებით და კომენტარებით. აბა გაიხსენეთ ჯიგრებო…სანამ მე გაგახსენეთ!

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არ ველოდი, ისეთები მოიქცნენ ღირსეულად მაშინ! აი, თქვენ კი ვის დაეკარგეთ, ეს ცალკე ამბავია. საკადრისი პასუხის გაცემა რომ არ მეშლება, ესეც გემახსოვრებათ! ჰოდა, ახლა ჩემი კომენტარებიც აიტანეთ! უკვალოდ არაფერი ქრება! უსამართლოდ მე ვინმეს შევეხო, ეს გამორიცხულია! და ეს იცის ყველამ! უმიზეზოდ, მოწმენდილ ცაზე კი არაფერი ხდება! გაქცეულ ქმრებს ვეღარ დაეწევით და წადით რა, საკუთარ ცხოვრებას და... ბს მიხედეთ! სხვისას რას დაეძებთ! ჩემთან გამოიქცა და თქვენგან გარბიან!

ბჭოს…( მეც არ ამამძაღეს… არადა, როგორ არ მიყვარს) მუსიკალური ამბები კი შეგვიძლია განვიხილოთ როიალთან! მზად ვარ! ისიც წამოიყვანეთ, ვისთვისაც მაშინ ვაზელინის ჯაკუზებში იბანავეთ. დაგიფასდათ მაინც?" - წერს რუსუდან მუმლაძე.

მაია კაჭკაჭიშვილისა და მაია დარსმელიძის მხრიდან მწვავე გამოხმაურება რუსუდან მუმლაძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს - "ეს და დარსმელიძე გამწარებულები დაიბადნენ" მოჰყვა.

მაიკო კაჭკაჭიშვილი: "რას გვერჩის ეს ქალი? ქმრებს მაინც არ ვირთმევინებით, სახელის ღირსიც კი რომ არ გაგვხადა "ეს და დარსმელიძეო" .

მაია დარსმელიძე: "პოსტი მოგვიძღვნა დედას გიჟმა... და ჩემი სახელის (რომელიც ამ კონტექსტში საერთოდ რა შუაშია) ხსენება რატომღაც ძაან უნდოდა და თითიდანაც გამოიწოვა. მარა ეტყობა, არ იცის დედას გიჟმა, რომ ჩემთან ან მართალი უნდა იყო, ან მოკეტილი. მეც მისქრინავენო და პარდონ, ცალკე პოსტს და "რეიტინგებს" ვერ მივართმევ, მაქსიმუმ მასშტაბურად დასაცინი და აქლემის რეიტინგი ქონდეს ჩემგან (და თუ ვერ მოისვენებს - მივართმევ). დაუსქრინეთ ესეც და გადაეცით, ფლიზ, რომ ყველაფერთან ერთად ბეეეევრად უფროსი ქმრის ყოლა საერთოდ არ არის გმირობა. მე რაც შემეხება, არავინ გამქცევია, ოცდამეერთე წელია ერთად ვართ მე და ჩემი ქმარი (რომელიც ჩემზე უმცროსია პახოდუ) და თუ ქალია, ჯერ ქმრად რასაც ჩაითვლის, ის იშოვოს და მერე პოსტოს აქ ამაყი ლურჯი შიფონებით და ტრანსის მეიქაპით."

მაიკო კაჭკაჭიშვილი: "ბატონ რუსუდანს ჩემგანაც რომ დაუსქრინონ... ლევანი არსად გაქცეულა, მე ავუღე თვითმფრინავის ბილეთი და გავუშვი, მაგრამ რომ ჩამოვიდა, ისევ აქაა სახლში ჩემთან ყოველდღე როიალთან. კიდევ ცოტა სხვა ჟანრი განვიხილოთ, როცა გინდათ, შლაგერები არ მევასება არც როიალთან და არც ფონოგრამით".

მა­რი­ნა ბე­რი­ძის ყო­ფი­ლი ქმრის, ზურა ლა­ლი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე რუსუდან მუმლაძე ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "ფა­რუ­ლ კონ­ვერ­ტში" იმყოფებოდა სტუმრად. გადაცემაში რუსუდან მუმლაძემ მისი და ზუ­რას რო­მა­ნის, ასე­ვე მა­რი­ნა ბე­რი­ძეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ისაუბრა.